---
title: "მუხლი 36. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/36"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/36

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, კერძოდ:
ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონით „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“;
ე) საქართველოს ორგანული კანონით „პროკურატურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონით „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“ .

3. ამ მუხლით განსაზღვრული გადაანგარიშების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/37.md
