---
title: "მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/37"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/37

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ კომპენსაცია დაენიშნა:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით;
ბ) გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტების შესაბამისად;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1530 - ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/37-1.md
