---
title: "მუხლი 38. კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/38"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/38

1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. კომპენსაციის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება.

2. ამ კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2016 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა. იმავდროულად, ამავე კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება.

3. ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნაფრენი საათების შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 15 1 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2017 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. იმავდროულად, ამ კანონის 15 1 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5018 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/37-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/38-1.md
