---
title: "მუხლი 41¹. 2025 წლის 1 იანვრამდე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/41-1"
law: "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
article: "41^1"
identifier: "matsne 25432"
adopted: "2005-12-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41¹. 2025 წლის 1 იანვრამდე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, მუხლი 41¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/41-1

1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა 2024 წლის 1 მაისამდე შეადგენს 560 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 1 000 ლარს.

2. ამ კანონის 22 1 მუხლის მე-2 და 2 1 პუნქტებით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, 2015 წლიდან 2024 წლის 1 მაისამდე − 1 000 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 1 200 ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12−15 3 , მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
თავი XIV. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25432-sakhelmwipo-kompensatsiisa-da-sakhelmwipo-akademiuri-stipendiis-shesak/42.md
