---
title: "მუხლი 17¹. უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების რეგისტრაცია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-1"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "17^1"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების რეგისტრაცია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-1

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგის­ტრირდება აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავა­ლია­ნება, როგორც უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებუ­ლება, თუ იგი აღემატება 500 ლარს.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავალიანება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე დავალიანების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-2.md
