---
title: "მუხლი 17². უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-2"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "17^2"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17². უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 17² (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-2

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგის­ტრირდება აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ წერილობითი ხელშეკრულების საფუძ­ველზე დადგენილი ინდივიდუალური საკუთრების საგნის მფლობელობის, განკარგვის ან საგნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი ინდივიდუალური საკუთრების საგნის მფლობელობის, განკარგვის ან საგნით სარგებლობის უფლების შეზღუდ­ვა რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/17-3.md
