---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/2"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2008-12-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/2

რეგისტრაციის მიზნებისათვის ამ კანონში გამოყე­ნებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ცალკე უფლების ობიექტი;
ბ) მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი მასზე განლაგე­ბული (მშენებარე ან აშენებული) შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
გ) ინდივიდუალური საკუთრების საგანი – მრავალ­ერთეუ­ლიანი შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე ან აშენებული);
დ) ცალკე უფლების ობიექტი – ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებუ­ლი), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია – საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრა­ვალ­­წლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით, დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანა;
ზ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქ­მნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლე­ბის დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატე­რიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება;
თ) რეგისტრაცია – უძრავ ნივთზე უფლების, უფლე­ბის შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებუ­ლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვე­ტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრა­ციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ი) სარეგისტრაციო წარმოება – მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;
კ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტ­რაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდე­ბუ­ლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/3.md
