---
title: "მუხლი 25². რეგისტრაციის გაუქმება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/25-2"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "25^2"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25². რეგისტრაციის გაუქმება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 25² (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/25-2

1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხად­დეს, თუ:
ა) წარმოდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადას­ვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;
ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლე­ბის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრა­ციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრა­ციის შესახებ გადაწყვეტილება;
ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;
გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

4. რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის შედე­გე­ბი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

5. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/25-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/26.md
