---
title: "მუხლი 25. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/25"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/25

სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგის­ტრი­რებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგის­ტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასა­ხადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთ­რების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას;
ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიც­ხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდ­გენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;
გ) უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადა­სახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლება­მოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლება­მოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგის­ტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების გაუქმების ცნობის ფაქტი;
ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალის­წინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას;
ვ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;
ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებული სხვა საფუძვლები.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.427

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/25-1.md
