---
title: "მუხლი 28¹. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/28-1"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "28^1"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28¹. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 28¹ (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/28-1

1. რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემე­ბის ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგის­ტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას.

2. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გამოიცემა წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) გადაწყვეტილების სახეს;
ბ) სათაურს;
გ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;
დ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს;
ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;
ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას;
ზ) უფლებამოსილი პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
თ) სამსახურებრივ ბეჭედს.

3. გადაწყვეტილებაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული გადაწყვეტილება შეიძლება არ აკმაყო­ფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.42
7

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/28-2.md
