---
title: "მუხლი 29². საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/29-2"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "29^2"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29². საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 29² (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/29-2

1. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.

2. მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/29-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/29-3.md
