---
title: "მუხლი 33. გარდამავალი დებულებანი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/33"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. გარდამავალი დებულებანი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/33

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

3. ინდივიდუალური საკუთრების საგანზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს მისი საერთო ფართობის, ანუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების შესაბამისად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე აღრიცხული ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება;
ბ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატე­რიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, რომლის დამადასტუ­რებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის ან რომელიც აღრიცხულია არაუფ­ლებამოსი­ლი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;
გ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.

5. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის, ან რომელიც რეგისტრირებულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, ანდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას, გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ იგი რეგისტრირებულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.

6. მრავალბინიან და ინდივიდუალურ სახლებში საქართველოს კანონმდებლობით ან თანამესაკუთრეთა შეთანხმებით დადგენილ თანასაკუთრების საგანზე (სხვენი, სარდაფი და ა. შ.) თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია ხდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155
საქართველოს 2007 წლის 18დეკემბრის კანონი №5647-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.42
7
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/34.md
