---
title: "მუხლი 4³. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/4-3"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ"
article: "4^3"
identifier: "matsne 25714"
adopted: "2005-12-28"
consolidated_as_of: "2008-12-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-01-13"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4³. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2008-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-01-13.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ, მუხლი 4³ (consolidated as of 2008-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/4-3

1. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

2. ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე.

3. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/4-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/25714-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb/4-4.md
