---
title: "მუხლი 12. მოსაფიქრებელი ვადა — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/12"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მოსაფიქრებელი ვადა — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/12

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით – არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.

2. მოსაფიქრებელი ვადა აითვლება პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის), სამართალდამცავი ორგანოსათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის დღიდან.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/13.md
