---
title: "მუხლი 2. კანონის მიზანი — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზანი — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/2

ამ კანონის მიზანია:
ა) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია;
გ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები;
დ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისათვის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/3.md
