---
title: "მუხლი 21¹. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ზოგადი საფუძვლები — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-1"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "21^1"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ზოგადი საფუძვლები — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 21¹ (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-1

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვ ანზე ვრცელდება ამ კანონით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის დადგენილი სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ თავით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმების მეშვეობით იღებს სპეციალურ ზომებს ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობ ების შესამცირებლად.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მექანიზმები და მითითებები.

4. ამ კანონის მოქმედება, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, ასევე ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-2.md
