---
title: "მუხლი 21². ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვა — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-2"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "21^2"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21². ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვა — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 21² (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-2

1. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით იღებს ზომებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის ვინაობის, მოქალაქეობის, მშობლების, ოჯახის ადგილსამყოფლის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიშნება მეურვე/მზრუნველი.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებულ ი არასრულწლოვნ ის ვინაობა და სხვა პერსონალური მონაცემები საიდუმლოა და მათი გამჟღავნება აკრძალულია (ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის ასევე მას ობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის), გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა საჭიროა მისი მშობლებისა და ოჯახის ადგილსამყოფლის დადგენა და აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს არ უქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებულ ი არასრულწლოვნის უსაფრთხოებას.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციით მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე მისი დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. არასრულწლოვანს ინფორმაცია მიეწოდება მისთვის გასაგებ ენაზე, მისი ასაკის გათვალისწინებით.

4. დაუშვებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის დაკავების ადგილას და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3539
- ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-3.md
