---
title: "მუხლი 21. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა უსაფრთხო რეპატრიაცია — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა უსაფრთხო რეპატრიაცია — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21

1. საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობები და
საკონსულო დაწესებულებები თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე, დაზარალებულზე უმოკლეს ვადაში გასცენ პირადობის მოწმობა ან
/
და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და უზრუნველყონ საქართველოში მისი უსაფრთხო დაბრუნების
ხელშეწყობა
.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
თავი IV
1
. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-1.md
