---
title: "მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/22"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/22

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში განისაზღვრება „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის, მისი დამატებითი ოქმის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“, „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის, საქართველოს მიერ შესაბამის სახელმწიფოებთან დადებული სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/21-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/23.md
