---
title: "მუხლი 25. კანონის ამოქმედება — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/25"
law: "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 26152"
adopted: "2006-04-28"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. კანონის ამოქმედება — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/25

1. ეს კანონი, გარდა მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ.

3. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის 22-ე მუხლი ამოქმედდეს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან, მის დამატებით ოქმთან „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ და „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი                                              მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2944-Iს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26152-adamianit-vachrobis-trepikingis-winaaghmdeg-brdzolis-shesakheb/24.md
