---
title: "მუხლი 1. კანონის მიზნები — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/1"
law: "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2634028"
adopted: "2014-12-11"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზნები — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/1

ამ კანონის მიზნებია:
ა) მომხმარებელთა ინფორმირება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ;
ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება;
გ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესების დადგენა და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
დ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობითა და სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის  დაახლოებისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/2.md
