---
title: "მუხლი 10. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/10"
law: "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 2634028"
adopted: "2014-12-11"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/10

1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს.

2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები გამოუწერენ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

3. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევისას, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ კანონით დადგენილი წესით სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის და ბაზარზე განთავსების აღკვეთის განუხორციელებლობა, აგრეთვე შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განადგურების განუხორციელებლობა –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1641
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/11.md
