---
title: "მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/11"
law: "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 2634028"
adopted: "2014-12-11"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/11

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე მიიღოს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 ივლისიდან  ბაზარზე განთავსებულ და იმპორტირებულ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/12.md
