---
title: "მუხლი 3¹. ქალთა მიმართ ძალადობა — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26422-kalta-mimart-dzaladobis-an-da-ojakhshi-dzaladobis-aghkvetis-dzaladobis/3-1"
law: "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ"
article: "3^1"
identifier: "3143"
adopted: "2006-05-25"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. ქალთა მიმართ ძალადობა — ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26422-kalta-mimart-dzaladobis-an-da-ojakhshi-dzaladobis-aghkvetis-dzaladobis/3-1

1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №432 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26422-kalta-mimart-dzaladobis-an-da-ojakhshi-dzaladobis-aghkvetis-dzaladobis/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26422-kalta-mimart-dzaladobis-an-da-ojakhshi-dzaladobis-aghkvetis-dzaladobis/4.md
