---
title: "მუხლი 2. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — მტირალას ეროვნული პარკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/2"
law: "მტირალას ეროვნული პარკის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 26446"
adopted: "2006-05-25"
consolidated_as_of: "2023-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მტირალას ეროვნული პარკის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/2

1. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად პარკის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა (გარდა წიაღით სარგებლობისა) პარკის მიმდებარე თემების საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.

3. პარკის ტერიტორიაზე იკრძალება წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.

4. პარკის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/3.md
