---
title: "მუხლი 3. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა — მტირალას ეროვნული პარკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/3"
law: "მტირალას ეროვნული პარკის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 26446"
adopted: "2006-05-25"
consolidated_as_of: "2023-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა — მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მტირალას ეროვნული პარკის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/3

1. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა იქმნება ამავე პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით და მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის სტატუსი.

2. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონის საზღვრები და ფართობი, აგრეთვე მის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26446-mtiralas-erovnuli-parkis-shesakheb/4.md
