---
title: "მუხლი 1 — სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2667586-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-shinameurneobebis-sotsialur-ekonomikur/1"
law: "სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "758"
adopted: "2014-12-31"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1 — სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2667586-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-shinameurneobebis-sotsialur-ekonomikur/1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიითა და მეთოდოლოგიის დასახვეწად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;
ა
1
) სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;
ა
2
) ეთხოვოს სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული მონაცემების სააგენტოსთვის მიწოდება, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;
ა
3
) ამ პუნქტის „ა
1
“ და „ა
2
“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია სააგენტოს მიერ გამოიყენება სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას;
ბ) ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შე­უფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბა­ზებისა და/ან საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად;
გ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბა­ზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად;
დ) ეთხოვოთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის განაწილების, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვა) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბა­ზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად.

2¹. სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების ან/და სოციალური დახმარების ადმინისტრირების მიზნებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს და დაამუშაოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი მონაცემები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის რეალიზებასთან დაკავშირებით საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მომზადება და გამოცემა;
ბ) „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების შესაბამისად ფორმირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გადამოწმების გრაფიკის დამტკიცება.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2015 წლიდან-2017 წლის 1 აგვისტომდე) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ამოქმედების მიუხედავად, ძალას ინარჩუნებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილება) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შესწავლილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეული – სარეიტინგო ქულა.

5. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) შეფასება განხორციელდეს ტესტირების რეჟიმში.

6. სააგენტომ უზრუნველყოს ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმში სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასების მიზნით.

7. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 1
1
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №145 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 01.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №316 – ვებგვერდი, 05.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019  წლის 18 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 22.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №467 - ვებგვერდი, 27.09.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2667586-sotsialurad-dautsveli-ojakhebis-shinameurneobebis-sotsialur-ekonomikur/1-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
