---
title: "მუხლი 1. კოდექსის — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/1"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "1"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კოდექსის — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 1 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/1

მიზანი და ამოცანა 1. ამ კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას).

2. ამ კოდექსის ამოცანაა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა:
ა) ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციით ან შემცირებით;
ბ) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით;
გ) რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებით და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/2.md
