---
title: "მუხლი 10. პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/10"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "10"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 10 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/10

1. ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) დადგინდეს გადასახდელები ან სუბსიდიები გარკვეული პროდუქტის გამოყენებისთვის;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აკრძალოს ან შეზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ამ პროდუქტით ვაჭრობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება უნდა იყოს მისაღები, აუცილებელი და ამ კოდექსის ამოცანისა და იმ მიზნების პროპორციული, რომელთა მისაღწევადაც ხორციელდება იგი. ასეთი შეზღუდვის შემოღება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1121 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.
თავი III
ნარჩენების მართვის დაგეგმვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/11.md
