---
title: "მუხლი 11. ნარჩენების მართვის სტრატეგიები — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/11"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "11"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ნარჩენების მართვის სტრატეგიები — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 11 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/11

1. ამ კოდექსის შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკას და მიზნებს 15-წლიანი პერიოდისთვის.

2. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენების, მათ შორის, მუნიციპალური, ბიოდეგრადირებადი, სამედიცინო, ცხოველური, სპეციფიკური და სხვა ნარჩენების, ნაკადების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/12.md
