---
title: "მუხლი 15. გარემოსდაცვითი მმართველი — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/15"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "15"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. გარემოსდაცვითი მმართველი — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/15

1. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირი ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია (კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველის სახელი და გვარი) დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს.

2. გარემოსდაცვითი მმართველის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობებია:
ა) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება;
ბ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება;
გ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება.

3. გარემოსდაცვითი მმართველის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობები არ ამცირებს კომპანიის ვალდებულებას, შეასრულოს ამ კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
თავი IV
მუნიციპალური ნარჩენების მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/16.md
