---
title: "მუხლი 19. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან შერევის აკრძალვა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/19"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "19"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან შერევის აკრძალვა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/19

1. აკრძალულია სახიფათო ნარჩენების სხვა სახის სახიფათო ნარჩენებთან ან სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა (გარდა ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). შერევა მოიცავს სახიფათო ნივთიერებების გაზავებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისის სახით, სახიფათო ნარჩენების შერევა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ თანხმობა მოთხოვნილია ოპერატორის მიერ და შერევა ზიანს არ მიაყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/20.md
