---
title: "მუხლი 20. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/20"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "20"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/20

1. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით სხვა მოთხოვნებთან ერთად განისაზღვრება:
ა) სახიფათო ნარჩენების წარმოქმნიდან საბოლოო განთავსებამდე მათი მიკვლევადობის მექანიზმები;
ბ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები;
გ) მოთხოვნები სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის;
დ) მოთხოვნები მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენებისადმი;
ე) მოთხოვნები ისეთი სახიფათო ნარჩენებისადმი, როგორებიცაა ნარჩენი ზეთი, აზბესტის ნარჩენი და სხვა.
თავი VI
ნაგავსაყრელი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/21.md
