---
title: "მუხლი 22. ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/22"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "22"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 22 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/22

1. ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება:
ა) ნაგავსაყრელის მოწყობისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები;
ბ) ნაგავსაყრელის ოპერირებისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების გამოყენებასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნები;
გ) ნაგავსაყრელის დახურვისა და შემდგომი მოვლისადმი ტექნიკური და სხვა სახის მოთხოვნები;
დ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და განსახორციელებელი ღონისძიებები.

2. დაუშვებელია ნაგავსაყრელზე ისეთი ნარჩენების მიღება, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/23.md
