---
title: "მუხლი 26. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/26"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "26"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 26 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/26

1. რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:
ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;
ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება;
დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება;
ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება;
ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას.

2. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041) .

3. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №788 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/27.md
