---
title: "მუხლი 29. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/29"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "29"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 29 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/29

1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ:
ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს;
ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ მონაცემებს იმავე ნაწილით განსაზღვრული პირები 3 წლის განმავლობაში ინახავენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში.

3. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება არ ეკისრება მოსახლეობას.

4. ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/30.md
