---
title: "მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/30"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "30"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/30

სამინისტრო აწარმოებს და აახლებს ნარჩენების მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს:
ა) ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზედაც ამ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა;
გ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომელთა საქმიანობაც ამ კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა რეგისტრაციას.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3393 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
თავი X
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/31.md
