---
title: "მუხლი 35. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/35"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "35"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/35

1. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა) (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/35-1.md
