---
title: "მუხლი 37. ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/37"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "37"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 37 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/37

1. არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/38.md
