---
title: "მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/39"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "39"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/39

1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40.md
