---
title: "მუხლი 4. ნარჩენების — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/4"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "4"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ნარჩენების — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/4

მართვის იერარქია 1. საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება ნარჩენების მართვის შემდეგ იერარქიას:
ა) პრევენცია;
ბ) ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება;
გ) რეციკლირება;
დ) სხვა სახის აღდგენა, მათ შორის, ენერგიის აღდგენა;
ე) განთავსება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნარჩენების მართვის იერარქიასთან მიმართებით კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული:
ა) ეკოლოგიური სარგებელი;
ბ) შესაბამისი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებით ტექნიკური განხორციელებადობა;
გ) ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/5.md
