---
title: "მუხლი 40¹. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-1"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "40^1"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 40¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-1

1. შეგროვებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დაწყებამდე შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველისა და მიმღების მიერ შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ნარჩენი ზეთის მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მოწყობა და ოპერირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვისა და ამ ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7. აზბესტის ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

8. მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-2.md
