---
title: "მუხლი 40². მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-2"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "40^2"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40². მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 40² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-2

1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/41.md
