---
title: "მუხლი 40. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "40"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40

1. ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

1¹. წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე აღდგენა/განთავსება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

2. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

3. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041) .

4. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

4¹. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

5. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

6. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041) .

7. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041) .

8. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული იმ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №788 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/40-1.md
