---
title: "მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/43"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "43"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/43

1. მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მისთვის კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. საქმიანობის კომპანიის ნარჩენების მართვის შეთანხმებული გეგმის გარეშე განხორციელება, აგრეთვე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/44.md
