---
title: "მუხლი 44¹. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/44-1"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "44^1"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44¹. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 44¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/44-1

1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

1¹. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3¹. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

6. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

7. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

9. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

10. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/45.md
