---
title: "მუხლი 45. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/45"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "45"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/45

1. სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირებისა და შესაბამისი სწავლების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემის შექმნისა და დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/44-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/46.md
