---
title: "მუხლი 48. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/48"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "48"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/48

1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

2. (ამოღებულია - 29.04.2026, №1552).

3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2017 წლის 1 ივლისამდე.

5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-10 ნაწილითა და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.

6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5302 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/49.md
