---
title: "მუხლი 8. დანაგვიანების აკრძალვა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/8"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "8"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. დანაგვიანების აკრძალვა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 8 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/8

1. აკრძალულია ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება (გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ.

2. ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია დაასუფთაოს დანაგვიანებული ტერიტორია, თუ იგი მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შედეგად დანაგვიანდა.

3. მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ამ ტერიტორიის დასუფთავება. თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია მის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ტერიტორიის მფლობელს დააკისროს.

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება მუნიციპალიტეტს ეკისრება, თუ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება არ არის.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/9.md
