---
title: "მუხლი 11. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/11"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "11"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/11

ლიცენზიის გამცემი არ გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს. გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/12.md
